ტრენინგი - სამართლებრივი წერა და დასაბუთება

28 სექტემბერი 2018

27 სექტემბერს, ადვოკატთა ასოციაციის თბილისის ოფისში, ასოციაციის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - სამართლებრივი წერა და დასაბუთება (სარჩელის მომზადება და დასაბუთება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე).

 

აღნიშნული ტრენინგ მოდული შემუშავდა ადვოკატთა ასოციაციისა და პროექტ - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) თანამშრომლობის ფარგლებში. ტრენინგი ჩატარდა ადვოკატთა ასოციაციის განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში და მას გაუძღვა ასოციაციის ტრენერი - კობა მემანიშვილი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი